ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
1990 წლის 10 ივნისს თვითმფრინავი ინგლისიდან ესპანეთისკენ მიფრინავდა, როდესაც მოულოდნელად საქარე მინა გაიხსნა და პილოტი ლამის ფანჯრიდან გადავარდა.
ეკიპაჟის მეთაური, ტიმოთი ლანკასტერი თვითმფრინავის გარეთ 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ამას ძლიერი ქარი და ყინვაც ემატებოდა. ლანკასტერმა თავის შეკავება თავიდან ფეხების საშუალებით შეძლო, შემდეგ კი მას უკვე ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ.
სანამ ისინი ლანკასტერის გადარჩენას ცდილობდნენ, მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის აღება მოახერხა და ავარიული დაშვება დაიწყო. ეკიპაჟის სიმშვიდისა და გუნდური მუშაობის წყალობით, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა.
როგორც მოგვიანებით, გამომძიებლებმა დაადგინეს, შემთხვევა საქარე მინის ჭანჭიკების არასწორმა განლაგებამ გამოიწვია.