,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
დღეს, ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ორ ქვეითს ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთი, 39 წლის ნატა ბერულავა დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ქალები ქუჩის თავში მდებარე გასაქირავებელი ფართის მინის შუშებს წმენდდნენ, რა დროსაც, მათ ავტომობილი დაეჯახათ.
შემთხვევის დროს, ნატა ბერულავა ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე, ლია ჩხეტია, მძიმე მდგომარეობაში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მძღოლი, რომელიც ორ ქალს დაეჯახა, დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
დაღუპულ ქალს მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.