საყურადღებო ნიშნები, რომელიც ინსულტის ამოცნობაში დაგვეხმარება - ექიმის რჩევა

ინსულტი

ყველაფერი, რაც მოულოდნელად და უხმაუროდ გვატყდება თავს, ხშირად გვაბნევს და გვაშინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება.

ინსულტი სწორედ ასეთი მოვლენაა — მოულოდნელი, უხილავი და ხშირად შეუქცევადი. მას არ ახასიათებს წინასწარ გაფრთხილება, ხმაური ან სხვა სახის საგანგაშო სიგნალი, რომელიც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს.

ინსულტი მხოლოდ ერთი სახის არ არის. ის შეიძლება სხვადასხვაგვარად განვითარდეს, ჰქონდეს განსხვავებული მიზეზები, მიმდინარეობა და შესაბამისად, შედეგებიც. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორი ძირითადი ტიპი — ჰემორაგიული ინსულტი და იშემიური ინსულტი. მათი გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ეს განსაზღვრავს სწორ დროსა და გზას, რომლითაც შეიძლება ადამიანმა დახმარება მიიღოს.

ექთანი თამარ დაუსი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, როგორ შეიძლება, ინსულტი ამოვიცნოთ: