დაკავებულია პირი, რომელიც ბაჩიაშვილს ქვეყნიდან ფარულად გაყვანაში დაეხმარა - შსს დეტალებს ავრცელებს
1741252008
ღამით ნიდერლანდების ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში ხანძარი გაჩნდა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ხანძარი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:45 საათზე ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებზე გავრცელდა.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლი გავრცელებულია ათზე მეტ ისტორიულ შენობაზე, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეებში აიგო. ამ შენობების პირველ სართულებზე მაღაზიებია განთავსებული, ხოლო ზედა სართულებზე საცხოვრებელი ბინები.
ასევე, სახანძრო სამსახურის ცნობით, ყველა შენობა ხისაა, რამაც ცეცხლის ძალიან სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
პოლიციამ და სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მაცხოვრებელთა ევაკუაცია დაიწყო.
„ეს ყველაფერი ნამდვილად მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.