ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
იტალიაში, ნეაპოლის სანაპიროსთან 5 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა და დინებამ გაიტაცა. dailymails-ის ცნობით, ბიჭის გადარჩენა ბებიამ სცადა, რომელიც ასევე დინებამ გაიტაცა და ის კასტელამარე დი სტაბიადან 3 კილომეტრში, მაშველებმა იპოვეს.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, მათ ჯერ ბებია გადაარჩინეს, შემდეგ კი ბავშვი, რომელიც დინებამ ზღვაში კიდევ უფრო შორს შეიყვანა.
მედიის ცნობით, შექმნილი ვითარების გამო, ბავშვის ბაბუა, რომელიც ნაპირზე დაეცა, შეუძლოდ გახდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
იტალიის სანაპირო დაცვამ დამსვენებლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ და არ გამოიყენონ გასაბერი ლეიბები, მცირე ზომის ნავები და სხვა საცურაო საშუალებები, როდესაც სანაპიროზე ძლიერი ქარია.