რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
ახალქალაქი - ვაჩიანის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას 20 წლის ხაჩატურ გოგორიანი ემსხვერპლა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ დილიკას მკვიდრია.
ადგილობრივების თქმით, ავტომობილი, რომელშიც ოთხი მგზავრი იჯდა, გზად მიმავალ ტრაქტორს შეეჯახა.
„შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. სამწუხაროდ, ხაჩატური ადგილზე დაიღუპა. დანარჩენები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები... ორი წლის წინ დაამთავრა სკოლა და ოჯახს ეხმარებოდა. ძალიან კარგი ახალგაზრდა დავკარგეთ. სოფელში საშინელება ტრიალებს... გარდაცვლილს მშობლები და ერთი და ჰყავს.“- ამბობს ადგილობრივი.
ახალქალაქი - ვაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
