ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. 24 აპრილს, კახეთში, სოფელ ტიბაანში, შვილის საფლავიდან მანქანით მომავალ ცოლ-ქმარს, სწრაფად მოძრავი ავტომობილი შეეჯახა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ,,პრაიმტაიმს” ადგილობრივი უყვება, ცოლ-ქმართან ერთად ავტომობილში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
,,საწყლებს შვილი შარშან დაეღუპათ. გამწარებული მშობლები იყვნენ. როგორც გავიგე, შვილის საფლავზე ყოფილან, უკვე ბინდდნებოდა, სახლში რომ ბრუნდებოდნენ. მანქანაში უკან შვილიშვილები ესხდნენო, ასე გავიგე… სასაფლაოდან რომ წამოსულან, სწრაფად მომავალი მანქანა დაეჯახა. სავარაუდოდ, იმ ავტომობილის მძღოლი ნასვამი იყო.
ისეთი სისწრაფით შეეჯახა, რომ მანქანიდან მათი ამოყვანა გაუჭირდათ. სასწრაფო ძალიან მალე მოვიდა, ცოლ-ქმარს ადგილზევე ჩაუტარეს გადაუდებელი დახმარება, მაგრამ როგორც ექიმებმა თქვეს, ორივე უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედრების ამოყვანა ძალიან გაუჭირდათ. უკანა სავარძელზე მსხდომი დაშავებულები, სასწრაფომ წაიყვანა… კაცი 69 წლის ყოფილა, მისი მეუღლე 64-ის. ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.“ - ამბობს ადგილობრივი.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს, რომელსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.