გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ხობში, მდინარე მუნჩიაში გაუჩინარებული 49 წლის მწყემსის, სოფელ საჩინოს მკვიდრის დათო მიქავას ცხედარს მიაგნეს.
კაცის ცხედარი მაშველებმა იმ ადგილას ნახეს, სადაც ვარაუდობდნენ, რომ მას ნავი ამოუბრუნდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მწყემსი მდინარის სანაპიროსთან ახლოს წყალში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ნავზე დაჯდომას ცდილობდა.
„საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს! ჩვენი დათო! ყველაზე კეთილი, ყველაზე უბოროტო და თბილი ადამიანი ტრაგიკულად დავკარგეთ. ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომ სათქმელი ვთქვა. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ გადავრჩებოდით. საჩინო გლოვობს შენს დაკარგვას. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ ასეთი იყავი, მადლობა, რომ მხოლოდ სიყვარულს და სიკეთეს თესავდი დათო.“ - წერს მიქავას მეზობელი ბელა კვირკვია.
შუახნის მწყემსს სოფელ თორსაში მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავდა და იქვე, კარავში ცხოვრობდა. მას მშობლები ადრე დაეღუპა. გარდაცვლილს და-ძმა დარჩა. მის ცხედარს სოფელ საჩინოში უახლოეს საათებში გადაასვენებენ.