მიწისძვირს შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 500-ს გადააჭარბა

თურქეთი

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1 504 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

დაშავებულები შენობებიდან ამ დრომდე ამოჰყავთ.

პირველი მიწისქვეშა ბიძგებმა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.

მიწისძვრის შედეგად დაიღუპა ერთი ქართველიც. 67 წლის ქალი, რომელიც ემიგრაციაში იყო წასული. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.