მექსიკაში სტიქიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკა

მექსიკაში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ოფიციალური მონაცემებით, ძლიერმა ქარიშხალმა, წყალდიდობამ და მეწყერმა ქვეყანაში 47 ადამიანი იმსხვერპლა.

მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან 3 შტატში 38 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.