მძიმე ავარია საგარეჯოში - რას ამბობს ექიმი დაშავებულებზე

კლინიკა

საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

დაღუპულია ერთი ოჯახის სამი წევრი: ბავშვი, მამა და ბებია.

მძიმე ავარიისას დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

როგორც „პრაიმტაიმს“ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მამუკა ოთიაშვილმა განუცხადა, დაშავებულებს მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული.

„ორ მამაკაცს, ტრავმები აქვს თავის არეში, ჯერჯერობით, ადეკვატურ კონტაქტში ვერ შემოდიან. ქალი კი, მართვით სუნთქვაზეა, სახის არეში ძვლები აქვს დამტვრეული და მიღებული აქვს ქალა- ფუძის ტრავმა. სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება, ამიტომ ჯერ სადმე გადაყვანაზე საუბარი არ არის, ყველა დაშავებული კვლევის პროცესშია. მცირეწლოვანი კი, რომელიც ორწელიწად-ნახევრისაა, ჩვენთან შემოყვანის დროს, უკვე გარდაცვლილი იყო“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა, საგარეჯოში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.