პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში, სამშობიარო გართულებებით ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში“ მოხდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უნობია.
გარდაცვლილი პედაგოგი გულისა გაბაიძეა. მას კოლეგები და ახლობლები ემშვიდობებიან.
„წარსულში ვლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც გუშინ ჯანმრთელი იყო და მეოთხე შვილს ელოდებოდა... გულისა, ჩვენო საუკეთესო კოლეგავ, კეთილშობილებისა და კოლეგიალობის ეტალონო, დაუზარელო და გულიანო ქალო, დადებითი განწყობისა და სიხარულის შემომტანო.... საუკეთესო შვილების გამზრდელო, უნიკალური თვისებებით შემკულო.... მოულოდნელად გამოგვეცალე ხელიდან, რითაც უდიდესი დარტყმა და უსაშველო ტკივილი მოგვაყენე.... რატომ ჩვენო გულო?“ - წერს სკოლის დირექტორი.
„გულო, როგორ დამენანე და გული ჩამწყვიტე სიცოცხლეზე შეყვარებულო, კეთილო ადამიანო, გააზრებაც არ მინდა, როგორ სიხარულით ელოდებოდი ამ ბედნიერებას, რომელიც უბედურებად გექცა. ღმერთო რატომ! ამ ლამაზ ოჯახს კიდევ შემატებოდა ერთი ანგელოზიც, მაგრამ... ვიზიარებ გოგონებო, თქვენი ოჯახის ამ დიდ ტკივილს და მწუხარებას. უფალს ებარებოდეს შენი სული.“ - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.