მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი

პოლიცია ლენტა

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის მაგისტრალზე.

არსებული ინფორმაციით ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ემსხვერპლა. 

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი იყო მობილიზებული.