მძიმე ავარია - მანქანა, რომელშიც 5 მგზავრი იჯდა, ხეს დაეჯახა, არის მსხვერპლი

პოლიცია

კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ორი კი დაშავდა. შემთხვევა დილით, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.