მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, რუსეთის მოქალაქეების მიერ, ნიახურას ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259- 2 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც კულტურის ძეგლის დაზიანებას გულისხმობს.
ვიდეო, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები, ჩაილურში ნიახურის ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამენ და აზიანებენ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივმა თვითმმართველობამაც მიმართა.
ნიახურის ციხე XVIl-XVIII საუკუნის ძეგლია. კარი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი ურტყამდა, ისტორიულ ძეგლზე, ეზოს მხრიდან არის გაჭრილი.