კინკელის საქმე: განაჩენის გამოცხადებისას მკვლელმა ბოდიში მოიხადა თავისი მშობლებისა და თანაკლასელების მკვლელობისთვის

kinkeli

კიპლანდი "კიპ" კინკელი (დაბადებული 1982 წლის 30 აგვისტოს)

1998 წლის 20 მაისს კინკელი სკოლიდან გარიცხეს თანაკლასელისგან მოპარული იარაღის ყიდვის მცდელობის გამო. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და პოლიციიდან გათავისუფლდა. სახლში მამამ უთხრა, რომ პოლიციასთან რომ არ ეთანამშრომლა, სკოლა-ინტერნატში გადაიყვანდნენ. საღამოს 15:30 საათზე კიპმა მშობლების ოთახში დამალული თავისი იარაღი აიღო, შევიდა სამზარეულოში და დახვრიტა მამა. 18:00 საათზე დედა დაბრუნდა. კინკელმა უთხრა, რომ ძალიან უყვარდა და ესროლა - ორჯერ თავში, სამჯერ სახეში და ერთხელ გულში. მოგვიანებით ის ამტკიცებდა, რომ სურდა დაეცვა მშობლები სირცხვილისგან, რაც შეიძლება ჰქონოდათ კანონთან დაკავშირებული პრობლემების გამო.1998 წლის 21 მაისს კინკელი სკოლაში წავიდა დედის ფორდით. იარაღის დასამალად გრძელი წყალგაუმტარი ქურთუკი ჩაიცვა: სანადირო დანა, თოფი და ორი პისტოლეტი, ასევე ვაზნები. მან მოკლა ორი სტუდენტი და დაჭრა 24. რამდენიმე სტუდენტმა მოახერხა მისი განიარაღება. 1999 წლის ნოემბერში კინკელს მიესაჯა 111 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. განაჩენის გამოცხადებისას კინკელმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა სკოლის მშობლებისა და მოსწავლეების მკვლელობისთვის.