მამაკაცი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

პოლიცია ლენტა

კახეთში ორდღიანი ძებნის შემდეგ, 54 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ მერაბ ხუციშვილს, საკუთარი სახლის მარანში მიაგნეს.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს, თუმცა მისი თვითმკვლელობის არ სჯერათ.
„თითქოს მამამისის ცოლმა იპოვა მარანში, მაგრამ არ გვჯერა, რომ თავი მოიკლა. ვფიქრობთ, მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. იმედი გვაქვს დაადგენს პოლიცია"- ამბობენ ახლობლები.

54 წლის მერაბ ხუციშვილს, სოფელ კისისხევში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ძიების პროცესში ჩართული იყო პოლიცია.