მამაკაცი, რომელიც ქვახვრელში მდინარემ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს

მაშველი

32 წლის მამაკაცი, რომელიც ქვახვრელში მდინარემ გაიტაცა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მდინარემ 13 ივლისს გაიტაცა. 

„13-დღიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო სამსახურმა სოფელ მეტეხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვა“, – აცხადებენ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.