იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა, რომელიც დეკემბერში თეირანში დააკავეს, გათავისუფლებულია

იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა, რომელიც დეკემბერში თეირანში დააკავეს, გათავისუფლებულია

იტალიელი ჟურნალისტი სესილია სალა, რომელიც წინა თვეს ირანში დააკავეს, გათავისუფლებულია და ის უკვე რომში გაემგზავრა, - იუწყება BBC-ი.

 29 წლის სესელია სალა თეირანში 19 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც სამი დღით ადრე მილანის მალპენსას აეროპორტში აშშ-ის ორდერის საფუძველზე დააკავეს ირანელი ინჟინერი მუჰამედ აბედინი. აშშ მას დრონებისთვის ნაწილების მიწოდებაში ადანაშაულებს, რომლებიც იორდანიაში 2023 წლის თავდასხმისას გამოიყენეს, რასაც სამი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

სესილია სალა თეირანში, ევინის ციხეში იყო გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს სალა, თუმცა ცნობილია, რომ იტალიური მხარე დიპლომატიურ წრეებში ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სესილია სალას გათავისუფლებაში იღებდა მონაწილეობას.

ოფიციალურმა თეირანმა განაცხადა, რომ სალა ისლამური კანონების დარღვევის გამო დააკავეს, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მისი დაკავება, შესაძლოა, მუჰამედ აბედინის დაკავებასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჯოვანი კარაველი პირადად ჩავიდა თეირანში, რათა სესილია სალა სამშობლოში დაებრუნებინა.