კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს ეძებენ

მაშველები ზღვაში

კვარიათში, ზღვაში მაშველები ორ ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები გუშინ დღის მონაკვეთიდან დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ზღვაში სამი ადამიანი შევიდა, სამაშველო ბრიგადამ კი ერთის გამოყვანა შეძლო. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ადგილზე მონიტორინგი მიმდინარეობდა და მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლეს.

დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.