ხანძარი ზუგდიდში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა

ხანძარი ზუგდიდში

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო სამაშველო სამსახურის ხუთი და სასწრაფო დახმარების სამი ჯგუფი.

ამ დროსთვის მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ხანძრის დროს სახლში მეპატრონე. არსებული ინფორმაციით, სახლში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ერთი კაცი ცხოვრობს.