5600 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
1773128241
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხში გაჩნდა, რა დროსაც მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მომხდარის მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.