1692302192
ხანძარი სოფელ ბირკიანში, საცხოვრებელ სახლში - როგორია დაშავებულების მდგომარეობა

ხანძარი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი, ერთი ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ცეცხლი ცათიაშვილების საცხოვრებელ სახლს დღეს, გამთენიისას გაუჩნდა.
ხანძრის დროს, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დამწვრობები მიიღო და ის, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, შოკურ მდგომარეობაში, თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია საცხოვრებელ სახლში ცეცხლის გაჩენა.