1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარი დღეს დაახლოებით 12 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ამბარცუმ ბაბოიანის სახლს გაუჩნდა. ბაბოიანს დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და სახეზე აღენიშნება.
იგი ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ცნობილია, რომ პაციენტი კონტაქტურია.
შემთხვევის დროს სახლში დეპუტატის ცოლ–შვილი იმყოფებოდა, ბაბოიანი სახლში მას შემდეგ მივიდა, რაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს. შემთხვევის დროს, დეპუტატმა და მისმა მეუღლემ დამწვრობა მიიღეს.
დეპუტატის საცხოვრებელ სახლში ამჟამად სამართალდამცველები მუშაობენ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.