VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
პორნოსაიტების თვალიერების გამო ბრიტანელი სატვირთოს მძღოლი რამდენიმე მანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
იონ ონუტა უკვე დაკავებულია. მას რვა წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამაკაცმა დანაშაული აღიარა.
BBC-ის დოკუმენტური ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში მამაკაცი მომხდარს ნანობს და დაღუპულთა ოჯახებს ბოდიშს უხდის. როგორც გამოცემა იუწყება, ციხეში ინტერვიუს მსვლელობისას, მამაკაცი ტიროდა:
„ტელეფონით ყურადღების გაფანტვა, ეს ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო. მინდა მათ [ოჯახებს] ბოდიში მოვუხადო. ძალიან ვწუხვარ. ცუდად ვგრძნობ თავს მომხდარის გამო. ნამდვილად ძნელია ამის მიღება," - განაცხადა იონ ონუტამ.