კასპის სკოლაში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ამერიკის პოლიცია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის ბიჭს, თანატოლმა ჭრილობა, ხელში, ბასრი საგნით მიაყენა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.