სიახლე პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
1759780416
ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შარმ ელ შეიხში მიმდინარეობს. „სიენენის“ ინფორმაციით, შეხვედრა უკვე საათზე მეტია, გრძელდება.
მოლაპარაკებების მიზანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი ღაზის სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტაზე დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.