ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის ხანძრისას, ორმა მაშველმა ხანდაზმულთა სახლში მცხოვრები 100 წლის ქალი შემთხვევით იპოვა და გადაარჩინა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ქალი ოთახში ჩაიკეტა, რის გამოც ევაკუაციისას მისი დროულად გამოყვანა ვერ მოხერხდა.
მოგვიანებით დეპარტამენტმა შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში ვხედავთ, როგორ სთხოვს ქალი მაშველებს, რომ მარტო არ დატოვონ. მისი ვინაობა, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, არ სახელდება. “არ დამეკარგო”, - ეუბნება ქალი გადაუდებელი სამსახურის წარმომადგენელს. “გპირდები, რომ აქედან გაგიყვანთ” , - პასუხობს იგი.
გადაუდებელი სამსახურის დეპარტამენტი მადლობას უხდის მაშველებს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ხანძარი ნელ-ნელა ხანდაზმულთა სახლსაც უახლოვდებოდა და რომ არა მათი სწრაფი რეაგირება, ქალის გადარჩენას ვეღარ შეძლებდნენ.
„ექსტრემალური რისკის პირობებში მათი სწრაფი რეაგირება პროფესიისადმი ერთგულების მკაფიო ნიშანია. მადლობას ვუხდი ყველა მაშველს, რომელთაც ხანძრის დროს ადამიანების დროულად ევაკუაცია და გადარჩენა შეძლეს. მათი გამბედაობა და თავგანწირვა სამაგალითოა”,- წერია განცხადებაში.