„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
კახეთში სოკოთი მოწამვლით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ის მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
თელავის რეფერალური ჰოსპიტალის მონაცემებით, ბოლო ათი დღის განმავლობაში, სოკოს ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 20-მდე მოქალაქე მოხვდა.