იტალიის პიემონტის რეგიონში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

წყალდიდობა

იტალიის ჩრდილოეთში, პიემონტის რეგიონში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას იტალიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უამინდობის გამო დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ავტომაგისტრალები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც, რის გამოც ათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მაშველებმა რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.