„გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის...“ - ზესტაფონში დატრიალებულ ტრაგედიაზე ოჯახის ახლობელი საუბრობს

ლენტა

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან დათო არ­ში­ლა­ვა და მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი. 

„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა – მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს. ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.