1732276666
გურჯაანში, მაშველის მკვლელობისთვის დაკავებული კაცის ფერმა დაიწვა - უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას
გურჯაანში მაშველის მკვლელობისათვის დაკავებული მამაკაცის, 85 წლის კოლა გაბიტაშვილს კუთვნილი ფერმა დაიწვა. შემთხვევა სოფელ ვეჯინში, ცოტა ხნის წინ მოხდა.
ამ დროისათვის ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა, ფერმის დაწვა, 35 წლის მეხანძრე-მაშველის მკვლელობისათვის შურისძიებას.
გაბიტაშვილი, ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.
შემთხვევის ადგილზე, მეხანძრე - მაშველები იმყოფებიან. ,,პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს არკვევს.
შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ მოხდა. 35 წლის მამაკაცს 85 წლის მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მკვლელობა მიწის ნაკვეთისათვის მრავალწლიან დავას უკავშირდება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები
თაღლითური ქოლ-ცენტრი თბილისში, სადაც საეჭვო საქმიანობას ეწეოდნენ - ნახეთ, სპეციალური განცხადება
დღეიდან 600 და 1500 ლარით დაჯარიმდება მძღოლი, რომელიც ამ წესს დაარღვევს - საყურადღებო ინფორმაცია