,,გაგვივსო გულები სიყვარულით და წავიდა..." - ცნობილია, ვარკეთილში დაღუპული 22 წლის ბიჭის ვინაობა

გიორგი ციმინტია

ვარკეთილში, კალოუბანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა, შედეგად 22 წლის ბიჭი დაიღუპა.

გარდაცვლილი გიორგი ციმინტიაა.

ჩვენო თბილო და კეთილშობილო, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს... „შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. შეუდარებლად თბილი, უნიჭიერესი, ჭკვიანი, კეთილი, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური... ეს იყო შენი ბედი?

ეს ყველაფერი ამ ერთ ადამიანში იყო, რომელსაც ყველგან სითბო და სიყვარული შეჰქონდა... იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ, ეს არ იყო ჩვეულებრივი, მოვიდა... გაგვივსო გულები სიყვარულით და... წავიდა... და გადაინაცვლა მარადიულობაში...
და კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს....

ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე...“ - წერს შოთო სიხარულიძე.