ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, თვის ბოლომდე, მოულოდნელი სიხარული ეწვევა
1749070252
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ვარკეთილში, კალოუბანზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.
ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი, 22 წლის ბიჭი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კლინიკაში, უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
„გათიშული იყო, ხელიც აამოძრავა... კლინიკაში მიყვანიდან, დაახლოებით, ნახევარ საათში გარდაიცვალა".
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.