„მამაჩემის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა და მის წლისთავზე მე ვიყავი თამადა...“ - რას წერს გუჯა ბურდულის შვილი

guja burduli

ელგუჯა ბურდულის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მისი შვილი, მუსიკოსი ლადო ბურდული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს მამაჩემის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა და მის წლისთავზე მე ვიყავი თამადა. უცნაური განცდა იყო.
ეს ფოტო კი ის ფოტოა, რომელზეც ყველაზე მეტი ლაიქი ჰქონდა მას და მე კი ვიხსენებ ამ ფოტოზე რომ მითხრა:
- ეს ვანდამი თურმე რა კაი ბიჭი ყოფილა, შვილოო..

სულ მალე კი აქ დავდებ მის ფოტოებს ჯეკ ნიკლსონთან, შონ პენთან და სხვებთან ერთად.

მოიხსენე უფალო, სული გარდაცვალებულისა მონისა შენისა და მშობლისა ჩემისა ბიძინა-ელგუჯასი. მიუტევე მას ყოველივე შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკონო ხსენება. ამინ.“ - წერს ლადო ბურდული.