1746733863
ფოთში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - რა ხდება ადგილზე

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ელექტრო გამათბობელი იყო.
ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.