ფოთში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ლენტი ზღვა

ფოთში, ნაბადის უბანში, მდინარე რიონმა ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამორიყა.

ცხედარი ადგილობრივმა მცხოვრებმა იპოვა და შესაბამის უწყებებს აცნობა.

გარდაცვლილი ქალის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ცხედარს მალე ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.