საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
ვარკეთილში მომხდარ ფემიციდის მორიგ ფაქტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და მათი თანამშრომლის, ქეთევან ედიბერაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმი ღრმა მწუხარებას გამოხატავს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლის, ქეთევან ედიბერიძის, ქალზე ძალადობის დანაშაულის შედეგად გარდაცვალების გამო.
ქეთევან ედიბერიძე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2016 წლიდან მუშაობდა და სამუზეუმო ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტში მსახურობდა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი უსამძიმრებს გარდაცვლილის მშობლებს, ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და კოლეგებს.
ცნობისათვის, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლს დაზიანებები მიაყენა და თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა. ქეთევან ედიბერიძე „ინგოროყვას“ კლინიკაში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა.
როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმრის მეზობლები აცხადებენ, კავლელაშვილმა ცოლს დაზიანებები მძინარე მდგომარეობაში მიაყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა მათი 4 თვის ბავშვი და ასევე, კავლელაშვილის მამაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.