პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის მომხმარებელი თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ ამბავზე წერს.
მისი თქმით, ახალგაზრდა გოგოს მამაკაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„ძალიან გაბრაზებული და სასოწარკვეთილი ვარ, დღეს ვაზისუბნის დასახლებაში, პარკში, კაცმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გოგოს, უამრავი ბავშვის, ქალის და კაცის თვალწინ დაუწყო ჩხუბი და ცემა. არცერთი არ მიეშველა ამ საწყალ გოგოს, არავინ არ გამოჩნდა ვინც დაეხმარებოდა, ყველა, ხო, ზუსტად, ყველა იქ მყოფი ვინც დაინახეთ ეს ყველაფერი და რეაქცია არ გქონდათ, ხართ იმაზე უარესი მოძალადეები, ვიდრე, ის ნაძირალაა...
პატრულის გამოძახება მინდოდა, მაგრამ გოგომ მთხოვა, მეცოდება და არ გამოიძახოვო, ის უნამუსო კი დაიმალა, ბავშვებმა გაჯობეს გამოსარჩლებაში, მე მარტომ ვერ გავაჩერე ეს კაცი, სამი ბავშვით ვიყავი, პატარა ბიჭები ალბათ 17-18 წლისანი იქნებოდნენ, გაჰყვნენ რომ ეპოვათ, გოგო ძლივს მოვასულიერეთ, დღეს ეს გოგო გადარჩა, მაგრამ ხვალ-ზეგ არ ვიცი რა მოუვა, ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციას თუ შეესწრებით, აუცილებლად ჩაერიეთ, რადგან ერთი მაინც სათანადოდ რომ დაისჯება, სხვა ვეღარ გაბედავს!!“, - წერს მაკა ნარიმანიძე სოციალურ ქსელში.