პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდასხმის შემდეგ, დასრულებულ სპეცოპერაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
„ოპერაცია დასრულდა წარმატებით. ყველა მძევალი არის გათავისუფლებული და თავს გრძნობს კარგად. თავდამსხმელი არის დაკავებული. ღონისძიების ფარგლებში მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ მას ხელყუმბარა მოქმედებაში არ მოეყვანა. თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეიარაღება - დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ამასთან, ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელია.
„ის მოქმედი თანამშრომელი არ არის“.