ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს
1789242412
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 15 წუთიანმა სტიქიამ დასეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები.
სოფელ კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა.
ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. გზაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოძრაობაც შეწყდა.
საკარმიდამო ნაკვეთებია დატბორილი სოფელ ბაისუბანში
სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები, რომლებიც ცენტრალურ გზებს ქარისგან დაგლეჯილი ხეებისგან ათავისუფლებენ.