1728933551
,,ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა... " - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც, სავარაუდოდ, 12 წლის გოგონა გარდაცვალებამდე ნახა
დიდ დიღომში, 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მომხმარებელი, კომენტარებში წერს, რომ ბავშვი დაახლოებით, 11 საათზე ნახა.
,,კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი, მოვიდა, საქანელაზე იქანავა. მერე მკითხა, თქვენი ძაღლია, რა საყვარელიაო, მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ.
მარტო იყო, სადღაც 11-ზე, ალბათ, ან 12 -ის წუთებზე, ზუსტად ვერ ვიტყვი დროს...", - წერს თვითმხილველი, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში.
გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან, უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.