საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მოზარდს დაზიანებები აქვს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, სამართალდამცველები. ექიმები რამდენიმე საათის მანძილზე ცდილობდნენ გოგონასთვის გულის ამუშავებას, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.