1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 10 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ ედუარდ აბრამიანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა აბრამიანის პატიმრობაში დატოვებას მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის გამო ითხოვდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ აბრამიანის გათავისუფლება მოსთხოვა, თუმცა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ბატუტის მეპატრონე ედუარდ აბრამიანი კი პატიმრობაში რჩება.
გამოძიება აბრამიანს სსკ 240-ე მუხლით ედავება რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, 12 მარტს სანაპიროზე,არდაგანის ტბის მიმდებარედ ბატუტზე 10 და 5 წლის მოზარდები თამაშობდნენ რა დროსაც ძლიერმა ქარმა ბატუტი 150 მეტრის მოშორებით გადააგდო.შემთხვევის შედეგად 9 წლის მოზარდი დაიღუპა,5 წლის მოზარდი კი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.