„დიდი უბედურება დატრიალდა... ჩაეხუტე შენ ლამაზ დედიკოს იმ ქვეყნად“ - ახალგაზრდა ტრაგიკულად დაიღუპა

ზვია მაისურაძე

ახალციხეში, სოფელ მუსხში გლოვაა. ავტოსაგზაო შემთხვევას ზვიად მაისურაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ანდრიაობა უნდა მომელოცა თქვენთვის, მაგრამ... დიდი უბედურება დატრიალდა სოფელში, ავტოსაგზაო შემთხვევას ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი სისხლი და ხორცი შეეწირა. არ მეგონა, ოდესმე ასეთ პოსტს კიდევ თუ დავდებდი, ძალიან მტკივა შენი ნაადრევად წასვლა, ჩემო ზვიო...

არ მჯერა, არ მინდა დავიჯერო ის საშინელება, რაც ახლა შენ თავს ხდება, აზრებს თავს ვერ ვუყრი, მეტირება, არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის ტკივილი, რასაც ახლა განვიცდი, არ მეგონა, თუ ოდესმე მოვესწრებოდი ამ დღეს.

ღმერთმა ნათელში გამყოფოს, ჩემო უსაყვარლესო ადამიანო. ღმერთს ვთხოვ, ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს. ჩაეხუტე შენ ლამაზ დედიკოს იმ ქვეყნად. უფალს ვთხოვ, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს შენ უბედურ მამას, ძმას, დებსა და ნათესავებს. ზვიო, უფალს ებარებოდე, ნათელში იყავი.
ძალიან მენანები მიწისთვის, ისევ შევხვდებით..“ - ნათქვამია „მუსხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.