მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
პაპუა-ახალ გვინეაში ძლიერ მიწისძვრას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „როიტერის“ ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც.
პაპუა-ახალ გვინეაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კაინანტრუში, 90 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრში დაზიანებულია შენობები. ასევე დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.