დაკარგულების ვინაობა - ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

სტიქია რაჭაში

შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, ადამიანები, მეწყრისა და ღვარცოფის შემდეგ, მშობლებს, შვილებს, და-ძმებს, ნათესავებსა და მეგობრებს ეძებენ

რადიო თავისუფლება წერს, რომ 20-ზე მეტი დაკარგული ადამიანის ვინაობა დაადგინა.

დაკარგულთა შორის არიან თემურ ჩარკვიანი და ნიკა ჩალაძე. დეიდაშვილები სოფელ ლაგვანთიდან. ეს სოფელი შოვიდან მანქანით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზეა. ბოლოს მათ გუშინ დილით ელაპარაკნენ ტელეფონით.

ოჯახი ეძებს ქეთევან ლობჟანიძეს, რომელიც, მისი ქმრის ბიძაშვილის ცნობით, “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი - ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის მეუღლეს 3 შვილთან ერთად. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, - სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ.

გუტაშვილებისა და მაისურაძეების ოჯახი, ერთად 9 ადამიანი -  დაკარგულები არიან და-ძმა, მეგი და გიგი გუტაშვილები. მათი დეიდა და დეიდაშვილები, - შორენა ბიჭაშვილი და მარიამ და კოტე მაისურაძეები. მათი ბიძაშვილი სამი მცირეწლოვანი ბავშვით.

ეძებენ მეგობრების ჯგუფს - გვანცა ბუბაშვილს, სალომე ხეთაგურსა და ნინო კენჭაძეს.

ნათია ჭელიძე ეძებს დას, ნატო ჭელიძეს და სამ დისშვილს - ლუკას, ანდრიასა და ანასტასიას.

ოჯახის წევრები ეძებენ დასასვენებლად ჩასულ სოფო და გიორგი ყარალაშვილებს.

და ეძებენ მათ მეგობარს, დავით ბერიაშვილს.

რაჭაში სტიქიას, დაზუსტებული ინფორმაციით 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ:

„კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

,,გააზიარეთ, გევედრებით... იქნებ, გაქვთ ვინმეს ინფორმაცია..." - სტიქიის ზონაში დაკარგულ გოგონებს ეძებენ