დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს ბათუმში, ტროტუარზე მანქანა დაეჯახა

ბათუმში მანქანა ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა

კლინიკაში დაიღუპა ქალი, რომელსაც დღეს, რამდენიმე საათის წინ ავტომანქანა დაეჯახა. 47 წლის ქალი ტროტუარზე იდგა, როდესაც მას მანქანამ დაარტყა. შემთხვევა ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა.

ქალთან ერთად ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, კაცი, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე ნახეთ:

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

„ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში... ემიგრანტს ოჯახი დახვდეს ცოცხალი, როცა ჩამოფრინდება...“ - შოთო სიხარულიძე