მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

ტყუპი დები

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ტყუპი დების დაღუპვა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.

ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე ნახეთ:

საქართველოში გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გაითვალისწინე ეს წესები, რომ 9 თებერვალს თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და წარმატება შემოვიდეს