„ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში... ემიგრანტს ოჯახი დახვდეს ცოცხალი, როცა ჩამოფრინდება...“ - შოთო სიხარულიძე

shoto sikharulidze

ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში... ემიგრანტს ოჯახი დახვდეს ცოცხალი, როცა ჩამოფრინდება... - ამ შინაარსის პოსტს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტიქიის ზონაში მყოფი ოჯახის ერთ-ერთი წევრი საზღვარგარეთაა და ოჯახთან მოდის.

„ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში, მინდა, ემიგრანტ დედას ოჯახი ცოცხალი დახვდეს, როცა ბაღდათში იტალიიდან ჩამოფრინდება. რა მოხდება, სასწაული რომ მოხდეს და გავიგოთ კარგი ამბავი... წამითაც კი ვერ ვიაზრებ ემიგრანტი დედა ახლა რა დღეშია და რას გრძნობს...

როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... როცა გტკივა, უსაშველობამდე.... მოახდინე სასწაული ღმერთო, შენ გადმოხედე და ცოცხალი, უვნებელი დაუბრუნე ემიგრანტ დედას, გთხოვ“, - დაწერა სიხარულიძემ. 

ასევე ნახეთ:

მაშველებმა სტიქიის ზონაში ტყუპი დის ცხედრები იპოვეს

„ასე არაფერი მდომებია ცხოვრებაში... ემიგრანტს ოჯახი დახვდეს ცოცხალი, როცა ჩამოფრინდება...“ - შოთო სიხარულიძე